2020-10-31 14:27:50, 517 ნახვა
პოლიტიკა
10 და 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობის იდენტურია
12 და 10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 2016 საპარლამენტო არჩევნებში აქტიურობასთან იდენტურია.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10 საათისთვის 8,34% შეადგინა, დღეს 10 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 8.33%, რაც რაოდენობრივად არის 292 587 ამომრჩეველი.
ანალოგიურია, ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 19,81% შეადგინა, ხოლო დღეს ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.41%, რაც რაოდენობრივად 681 583 ამომრჩეველია.
დღეს, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა - 28.3%, ხოლო ყველაზე დაბალი ისევ აჭარის რეგიონში - 17.9%.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან