|
2020-10-31 14:00:35, 525 ნახვა
კომენტარი
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო - გიორგი ვაშაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთაწმინდის რაიონში საარჩევნო სიაში ორი გარდაცვლილი პირი დაფიქსირდა, სიცრუეა
გიორგი ვაშაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთაწმინდის რაიონში საარჩევნო სიაში ორი გარდაცვლილი პირი დაფიქსირდა, სიცრუეა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს. სააგენტომ გადაამოწმა ინფორმაცია და დადგინდა, რომ გიორგი ვაშაძის მიერ ნახსენები ორი მოქალაქე ცოცხლები არიან. „დღეს, 31 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ დეზინფორმაცია გაავრცელა – მისი თქმით მთაწმინდის რაიონში საარჩევნო სიაში ორი გარდაცვლილი პირი – ზვიად და ნოდარ გელოვანები დაფიქსირდა, რომლებიც წინა საარჩევნო სიაში არ იყვნენ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. სააგენტომ გადაამოწმა ინფორმაცია და დადგინდა, რომ გიორგი ვაშაძის მიერ ნახსენები ორი მოქალაქე – ზვიად გელოვანი (დაბადებული 1997 წელს) და ნოდარ გელოვანი (დაბადებული 2000 წელს) ნამდვილად ცოცხლები არიან, აქვთ პირადობის დამადასტურებელი აქტიური მონაცემები და სააგენტომ მათი მონაცემები ნამდვილად გადასცა ცესკოს. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ იგივე სახელით და გვარით სააგენტოს ბაზაში ასევე ფიქსირდებიან გარდაცვლილი ზვიად და ნოდარ გელოვანები, ისინი ვაშაძის მიერ გარდაცვლილად გამოცხადებული ახალგაზრდების წინაპრები იყვნენ და იგივე მისამართზე ცხოვრობდნენ. მათი გარდაცვალების ფაქტები მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია, შესაბამისად სააგენტოს მონაცემთა ბაზაში მათ სახელზე არც ერთი აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ირიცხება და ისინი არც ცესკოსთვის გადაცემულ სიაში ირიცხებიან. დაზუსტებისათვის, 1973 წელს დაბადებული ზვიად გელოვანი გარდაიცვალა – 1992 წელს, ხოლო 1935 დაბადებული ნოდარ გელოვანი გარდაიცვალა – 2004 წელს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)