|
2020-10-31 10:57:13, 1694 ნახვა
ირაკლი კობახიძე - მე ხმა მივეცი საქართველოს გამარჯვებას, არ უნდა დავუბრუნდეთ წარსულს, უნდა გავიხედოთ მომავლისკენ
მე ხმა მივეცი საქართველოს გამარჯვებას, არ უნდა დავუბრუნდეთ წარსულს, უნდა გავიხედოთ მომავლისკენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" აქვს ყველანაირი რესურსი, რომ დამაჯერებლად მოიგოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. „დღეს გაიმარჯვებს ქართველი ხალხის სწრაფვა პროგრესისკენ, განვითარებისკენ, დასავლეთისკენ. დღეს გაიმარჯვებს საქართველო, ამაში ვართ ყველა დარწმუნებული. მე ხმა მივეცი, რა თქმა უნდა, საქართველოს გამარჯვებას და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შესწევს უნარი, რომ გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის წინსვლა, ჩვენ რა თქმა უნდა, არ უნდა დავუბრუნდეთ წარსულს და უნდა გავიხედოთ მომავლისკენ. მოლოდინი არის დამაჯერებელი გამარჯვება, ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ დამაჯერებლად მოვიგოთ ეს არჩევნები, მთავარია საზოგადოების სრული მობილიზაცია. ძალიან კარგია, რომ საზოგადოების მაღალი აქტივობაა საარჩევნო უბნებზე და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)