|
2020-10-31 08:51:55, 2042 ნახვა
დავით ბაქრაძე - დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში
დარწმუნებული ვარ ხვალიდან, ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან ბევრი ადამიანია მისული საარჩევნო უბანზე და მოლოდინიც ოპტიმისტურია. „ხედავთ, რომ დილიდან ძალიან ბევრი ადამიანია მოსული საარჩევნო უბანზე. ასეთი დიდი ხანია, სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება. მე, პირადად, ხმა მივეცი ამ ქვეყანაში ცვლილებებს, რადგან საქართველოს სჭირდება ცვლილებები, სჭირდება წინსვლა და უკეთესობა. დარწმუნებულ ვარ, რომ უკვე ხვალიდან ახალი ენერგიით, ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში. მთავარია, რომ ყველა ადამიანი მოვიდეს, მთავარია, ყველამ დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რაც იქნება დღის ბოლოს, ყველა ერთად შევხედავთ, თუმცა მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)