|
2020-10-30 21:28:59, 492 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა ამის შესახებ „ექსპრესნიუს“ შსს-მ განუცხდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს. ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და კიდევ ორი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1964 წელს დაბადებული ზ.დ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს - 1974 წელს დაბადებულ კ.ს.-ს, რის შემდგომაც, ამავე იარაღიდან გასროლით მოკლა მეუღლე - 1967 წელს დაბადებული ლ.დ. ბრალდებულმა, ასევე, სხეულზე დაზიანება მიაყენა ორ მეზობელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ზ.დ. მომხდარიდან მალევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს“ , - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)