02:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-30 14:29:59, 481 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ენმ-ს ხვალინდელ აქციაზე - თუ გამოხატვის თავისუფლება გადავა ზღვარს, სამართალდამცავი სისტემა ეფექტურად იმოქმედებს

პრემიერის განცხადებით, თუ ენმ-ს ხვალინდელი აქცია გადაიზრდება კანონდარღვევაში სამართალდამცავი სისტემა ეფექტურად იმოქმედებს.

მანვე განაცხადა, რომ გუშინ, ენმ-ს აქციაზე, პარტიის ლიდერმა მოსახლეობას კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდა, რასაც შესაძლოა სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს. 

„ის რაც, გუშინდელი აქციის დროს ლიდერმა განაცხადა, ეს იყო ფაქტობრივად უკვე კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება, თუმცა სადღაც, შორიდან სკაიპით ჩართული ლიდერის განცხადება, რა თქმა უნდა, ამას შეიძლება სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს, თუმცა ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული თავისუფალი და ეს არის თითოეული მოქალაქის მიღწევა, შესაბამისად, ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გადაიზრდება კანონდარღვევაში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა, სწრაფად, ეფექტურად და კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics