|
2020-10-29 13:33:47, 729 ნახვა
კომენტარი
ნანა დევდარიანი - გაუპატიურების, ძალადობის, ცემის, წამების ამსახველი კადრები არავის დავიწყებია!
"პატრიოტთა ალიანსის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნანა დევდარიანის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" იმედი აქვს, რომ 8 წელი გავიდა და ყველას დაავიწყდა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებები. მისი თქმით, გაუპატიურების, ძალადობის, ცემის და წამების ამსახველი კადრები დანაშაულის მტკიცებულებაა. ნანა დევდარიანი აღნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" გამოძიების ნაცვლად სამხილები გაანადგურა და ამით პრობლემის მოხსნა სცადა, თუმცა, მისივე თქმით, შეუძლებელია 600-ზე მეტი მოკლული და ნაწამები პატიმარი ვინმეს დაავიწყდეს. "თავისთავად ის, რომ ძალადობრივი სისტემის მესვეურები ცდილობენ ეს ლაქა ჩამოირეცხონ, უცნაური არ არის. პირველ რიგში, მათ იმედი აქვთ, რომ 8 წელი გავიდა და ყველას დაავიწყდა - არავის არაფერი არ დაავიწყდა! გაუპატიურების, ძალადობის, ცემის, წამების ამსახველი კადრები არ არის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები - ეს ჩანაწერები დანაშაულს ასახავს! ეს კომპრომატი კი არ არის, ეს არის დანაშაულის მტკიცებულება! სრულიად გაუმართლებელი იყო და ამაზე ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ სამხილები გაანადგურა "ქართულმა ოცნებამ" და თითქოს ამით პრობლემა მოხსნა. პრობლემა არ მოიხსნა, სამხილები განადგურდა და ყოველ კონკრეტულ საკითხზე რომ უნდა დადებულიყო ვერდიქტი, გამოძიებულიყო და დასასჯელი დასჯილიყო, ამის მაგივრად ადგნენ და გაანადგურეს ეს კადრები. მაგრამ მეხსიერებიდან ამას ხომ ვერ ამოშლი?! ადამიანებს ახლობლები რომ მოუკლეს, 600 კაცზე მეტი ადამიანია მოკლული საპატიმროებში საეჭვო ვითარებაში. ამას ხომ ვერ დაავიწყებ, რომ ოჯახის წევრი აღარ ჰყავს ცოცხალი! სულხან მოლაშვილის მამას ხომ ვერ დაავიწყებ, მისი შვილი როგორი ნაწამები გამოვიდა ციხიდან და, ფაქტობრივად, ნელი სიკვდილისთვის გაწირეს! ეს ყველაფერი შეუძლებელია ვინმეს დაავიწყდეს! მეტსაც გეტყვით, ინტერნეტი არ არსებობდა, ინფორმაციის ასეთი ფართოდ გაშლის და გაცვლის საშუალება არ იყო, მაგრამ ადამიანებმა ყოველთვის იცოდნენ, რა ხდებოდა საპატიმროებში, ვის მიმართ ხორციელდებოდა წამება, არაადამიანური მოპყრობა და ეს მაინც არ იმალებოდა. ჭირი თავს არ დამალავს, როგორც არ უნდა მალო, ეს ელემენტარულია", - განაცხადა ნანა დევდარიანმა. https://www.youtube.com/watch?v=9qJqwvGDHF8
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)