17:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 11:24:10, 490 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - საარჩევნო უბანზე ყველა ნორმა დაცულია, შეგვიძლია, თამამად მივიდეთ და გავაკეთოთ არჩევანი

საარჩევნო უბანზე ყველა ნორმა დაცულია და შეგვიძლია, თამამად მივიდეთ და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ გადაწყვეტილება ყველა ნორმის დაცვით მიიღოს.

„დღეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ  ყველა ჩვენმა მოქალაქემ, ყველანაირი ნორმის დაცვით, მიიღოს გადაწყვეტილება და აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე. ვინაიდან, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა დღესდღეობით საქართველოსთვის. რაც შეეხება იმ ღონისძიებებს, რომელიც გატარებულია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, რამდენიმე თვეა, ცესკო-სთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტრო, ეპიდემიოლოგები და შრომითი უსაფრთხოების სამსახური დეტალურად მუშაობდნენ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო გარემო, სადაც ჩვენს მოქალაქეს საშუალება ექნებოდათ, გაეკეთებინათ თავისი თავისუფალი არჩევანი უსაფრთხო პირობებში. ყველა ნორმა არის დაცული და შეგვიძლია, თამამად მივიდეთ ნებისმიერი ასაკის მოქალაქე არჩევნებზე და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას და დემოკრატიულ განვითარებას“, -  განაცხადა ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics