2020-10-29 11:13:56, 466 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს
„ვიზეარი“ ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულის პერიოდში კვლავ აღადგენს საქართველოში ბაზას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ვიზეარი“ ხედავს საქართველოს ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ პერსპექტივას.
„ვიზეარი“ ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულის პერიოდში კვლავ აღადგენს საქართველოში ბაზას, ეს ნიშნავს, რომ იყო ეს დროებითი გადაწყვეტილება გამოწვეული კოვიდპანდემიით და ბევრ ქვეყანაში მოუწია „ვიზეარს“ თავისი ბაზების შემცირება, მაგრამ ახლა ხედავს ჩვენი ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ პერსპექტივას და აცხადებს, რომ გაზაფხულზე აქ, სავარაუდოდ ბაზა აღდგება", - განაცხადა მინისტრმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან