|
2020-10-28 23:21:08, 1211 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო მედიის მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ფაქტს ეხმაურება
არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ცილისწამება განსაკუთრებულად ინტენსიურ ხასიათს იძენს. თავდაცვის სამინისტრო, გამომდინარე მაღალი საჯარო ინტერესისა და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი მედიის მიერ საზოგადოების თუნდაც ერთი წარმომადგენლის შეცდომაში შეყვანის თავიდან არიდების მიზნით, მზადაა პასუხი გასცეს ყველაზე აბსურდულ ბრალდებებსაც კი. ამჯერად, პარტიული ტელევიზიის მთავარი არხის მიერ ვრცელდება ცრუ ბრალდებები, თითქოსდა სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი იმიტომ არ იმყოფება სამხედრო ნაწილებში, რომ ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესში. საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში სამხედრო ნაწილებში უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისიდან მიღებულია განსაკუთრებული ზომები. კერძოდ, უმკაცრესი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების პარალელურად, სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი, სადაც ეს შესაძლებელია, გადაყვანილია დისტანციურ მუშაობაზე, ხოლო ნაწილი კი სამხედრო ნაწილებში იმყოფება მონაცვლეობით, რომ ვირუსის გავრცელების პირობებში თავიდან იქნას აცილებული სამხედრო ნაწილის ფუნქციონირების შეფერხება. შესაბამისად, მიღებული ზომები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის ძალებში კოვიდთან დაკავშირებული საკითხების იმგვარად მართვას, რომ არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები. რაც შეეხება სამხედროების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ბრალდებებს, საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი, რომ 2012 წლის შემდეგ თავდაცვის ძალები წარმოადგენს პოლიტიკურად ნეიტრალურ სახელმწიფო ინტიტუციას, სადაც ყველა შეხედულების საქართველოს მოქალაქე ერთიანება ქვეყნის დასაცავად. წინა ხელისუფლებისათვის დამახასიათებელი ნიშანი, ე.წ. დახურული უბნები, რომელიც ქართული ოცნების პირობებში გაუქმდა და სამხედროების ტოტალური კონტროლი ემსახურებოდა ვიწრო პარტიული ინტერესებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების გამოყენებას. ხშირი იყო სამხედროებზე ზეწოლისა და არაადამიანური მოპყრობის, დახურული საარჩევნო უბნებით მანიპულაციის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებდა ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო, თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. აღნიშნული უმძიმესი ვითარება, რომელიც სრულად ანგრევდა თავდაცვის ძალების ინსტიტუციურ საფუძვლებს, რადიკალურად შეცვლილია. დღეს სამხედრო მოსამსახურეებს სრულიად თავისუფლად ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებზე შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი საკუთარი შეხედულების მიხედვით და პარტიული ტელევიზიებიდან ამ რეალობის მოდელირების ნებისმიერი მცდელობა სრულიად წარუმატებლად დასრულდება.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)