14:56 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-28 14:06:48, 568 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია

მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა.

მინისტრმა მზის ელექტროსადგურით აღჭურვილი სკოლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორთან გიორგი ჩიქოვანთან ერთად მოინახულა.

„ეს პრიორიტეტი გულისხმობს ისეთი პროექტების განვითარებასაც, რომელიც ახალი განახლებადი ენერგიის წყაროებს, ამ შემთხვევაში მზის ენერგიას  ამუშავებს ჩვენი განათლების სისტემის სასარგებლოდ. ჩვენი პროექტის ფარგლებში უკვე ოცამდე სკოლაში ხდება სახურავებზე მზის პანელების მონტაჟი, რაც ერთი მხრივ, დააზოგინებს სკოლებს ელექტროენერგიის საფასურს და მეორე მხრივ, პირიქით, ჭარბი ენერგიის გამომუშავების შემთხვევაში, სკოლას შესაძლებლობას მისცემს ელექტროენერგია სისტემას მიაწოდოს და დამატებითი შემოსავალი მიიღოს. პროექტი, რომელიც ხორციელდება ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, მხოლოდ ბათუმში მოიცავს 13 სკოლას, ასევე დანარჩენ რეგიონებში რამდენიმე სკოლას და თბილისშიც იგივე სისტემებს დავნერგავთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ბათუმის 13 საჯარო სკოლაში მზის ელექტროსისტემების ჯამური დადგმული სიმძლავრე  333 კვტ-ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება კი ნახევარ მილიონ ევროს აღემატება.

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და ლიეტვური კომპანია შპს ,,Via Solis"-ის პარტნიორობით შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა. პროექტის ფარგლებში  სკოლის მოსწავლეებს, პერსონალს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემათ უკეთ გაეცნონ განახლებადი რესურსების სპეციფიკას და მისი პირდაპირი დადებითი ეფექტი და სარგებელი შეაფასონ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics