19:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-28 12:15:12, 436 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდაზე სულხან-საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის ქ. N4-ში, სულხან-საბას სახელობის სკვერის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

სულხან-საბას სახელობის სკვერი ისტორიული ადგილმდებარეობისაა და 1 800 კვ.მ ფართობს მოიცავს. სკვერი რეკრეაციული სივრცეების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. იგი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა.

ტერიტორიაზე შენარჩუნდა მწვანე საფარი და ახალი ნარგავებითაც გაშენდა; მოეწყო დეკორატიული შადრევანი. ასევე, განთავსდა საბავშვო ზონები, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის ატრაქციონები; სრულიად შეიცვალა და მხატვრული ეფექტით განახლდა განათების სისტემა; ტერიტორიაზე საპარკე სკამები და ურნები დამონტაჟდა.

დასრულებულ სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე ლევან ბაჩიაშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.

“ქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი შეემატა, რომელიც ამავდროულად, ისტორიული მნიშვნელობის არის. მსგავსი სივრცეების მოწყობა აუცილებელია და ჩვენი მიზანია მთაწმინდაზე  არცერთი უბანი არ დარჩეს დასასვენებელი სივრცის გარეშე. დარწმუნებული ვარ, სულხან-საბას სახელობის სკვერი ყველა თაობის ადამიანისთვის საყვარელ ადგილად გადაიქცევა“, - განაცხადა ლევან ბაჩიაშვილმა.

სამუშაოები, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 688 737 ლარია გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics