20:18 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 18:30:52, 514 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - არ მჭირდება კვლევები, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ბევრად უფრო მეტია და ამას ოპონენტებიც გრძნობენ

არ მჭირდება კვლევები, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ბევრად უფრო მეტია და ამას ოპონენტებიც გრძნობენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ,,Survation“-ის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, წინ საკმაოდ ტოქსიკური 4 დღე გველოდება.

„ორი თვის განმავლობაში ბევრი შეხვედრა მქონდა, მე უკვე არ მჭირდება კვლევები, ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი, ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ. ამას ჩვენი ოპონენტებიც გრძნობენ და აქედან არის ეს ისტერიკა და ჟივილ-ხივილი, რასთან შეგუებაც სამწუხაროდ, მოგვიწევს ოთხი დღის განმავლობაში. საკმაოდ ტოქსიკური ოთხი დღე გველის. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, წყნარად, მშვიდად, რაც მთავარია, სამართლიანობისა და ღირსების უმაღლესი სტანდარტენით უნდა მივიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება, რამეთუ ეს იქნება ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics