04:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 12:15:53, 494 ნახვა

საზოგადოება
ანა დოლიძე აუდიტის ტრენინგის მონაწილეებს შიდა აუდიტორთა უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა

ევროკავშირის ასოცირების დღის  წესრიგით განსაზღვრული რეფორმის- სახელმწიფო შიდა  ფინანსური კონტროლის მნიშვნელოვან ნაწილს საჯარო სექტროში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურების ჩამოყალიბება  და მათი  საქმიანობის  საერთაშორისო სტანდარტებთან  შესაბამისობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სამინისტროს აკადემიაში შიდა აუდიტის ტრენინგი დაიწყო.

ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ გახსნა და შიდა აუდიტორთა უწყვეტი  პროფესიული განვითარების მნიშვნელობაზე  გაამახვილა ყურადღება.

ტრენინგზე დამსწრეებს ფინანსთა მინისტრის  მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი, გაერთიანებული სამეფოს ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი და ნატო-ს სამეკავშირეო  ოფისის  ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ მიესალმენ.

ტრენინგში თავდაცვის სამინისტროსა და კიდევ 9 სამინისტროს  შიდა აუდიტორები მონაწილეობენ. სემინარს ასევე ესწრებიან წარმომადგენლები  ფინანსთა სამინისტროს  სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტიდან, რომელიც საჯარო  სექტორში შიდა აუდიტის რეფორმის  განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.

კურსის ფარგლებში მონაწილეები შესყიდვების, ადამიანური რესურსების, ინფორმაციისა და კორპორაციული მართვის, ასევე თაღლითობის  რისკის  აუდიტის საკითხებს შეისწავლიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics