01:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 13:16:57, 562 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი - არჩევნებზე წარმოდგენილი 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, 32 პირდაპირ ოპოზიციასთანაა კავშირში

მმართველი გუნდის პარტიული სიის მეოთხე ნომრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ეუთო-ოდირის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთანაა აფილირებული.

როგორც წულუკიანმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა რიცხვი გაორმაგებულია.

„რამდენიმე დღის წინ ეუთოს-ოდირმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული.

ჩვენ რა თქმა უნდა ამას ვეთანხმებით და ვიტყვი, რომ წელს დამკვირვებელთა რიცხვი არის გაორმაგებული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა დაასახელა სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც კავშირში არიან ოპოზიციურ პარტიებთან.

„129 სადამკვირველო ორგანიზაციიდან, 32 მათგანი არის ან პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული. ყველაზე მრავლად ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ 20 ორგანიზაციაა ასეთი, 8 ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ დანაყოფს „ევროპულ საქართველოს“ და ასევე არის 2 ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ასევე „ენმ“-ს მორიგი ერთ-ერთი დანაყოფის სახელზე, ეს არის „სტრატეგია აღმაშენებლი“ და არის „პატრიოტთა ალიანსთან“ კავშირში მყოფი ორი ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაცია“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics