22:15 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 10:49:09, 682 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ მომხმარებელს ურჩევს, კომუნალური გადასახადები დისტანციური არხების გამოყენებით გადაიხადოს

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თიბისი მომხმარებლებს  ურჩევს, კომუნალური გადასახადები დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის საშუალებით  გადარიცხონ.

„თიბისის“ მობაილ და ინტერნეტბანკში შესაძლებელია ავტომატური გადარიცხვის ფუნქციონალის გააქტიურება და  კომუნალური გადასახადების ყოველი თვის განსაზღვრულ რიცხვში  გადახდა.  ამ გზით მომხმარებელი საკომისიო გადასახადს არ გადაიხდის და დაზოგავს დროს.

ამასთანავე, „თიბისის“ მობაილ და ინტერნეტბანკს უკვე დაემატა კომუნალური გადასახადების დაჯგუფების ფუნქციონალიც, რაც არსებული ან ახალი  კომუნალური გადასახადების შაბლონების დაჯგუფების და მათი სასურველი ტიპის ჯგუფში გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა.  ასე გადახდა ერთ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

„თიბისისთვის“ მთავარი პრიორიტეტი გუნდის და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. პანდემიის დაწყების დღიდან, ბანკმა მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად არაერთი მომსახურება დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა. სერვისების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით „თიბისის“ გუნდი მუდმივად მუშაობს და მომხმარებელს  არაერთ სიახლეს შესთავაზებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics