18:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-26 23:44:25, 508 ნახვა

საზოგადოება
ამირან გოგიტიძემ, ქ.რუსთავში 21 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ,  ქ.რუსთავში 21 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს და მწუხარება გამოვთქვა აღნიშნულის გამო.

აქვე განვმარტავ, რომ აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული. 3 ოქტომბერს ის მოთავსდა საკარანტინო სივრცეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო. საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდგომ, მოხდა მისი „პისიარ“ ტესტირება და მას დაუდგინდა კოვიდინფექცია. შემდგომში, საკარანტინე სასტუმრო სივრცეში გაგრძელდა ექიმის მიერ პირის მეთვალყურეობა და პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, 25 ოქტომბერს მოხდა მისი გაწერა. შესაბამისად, მინდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა ცალსახად, რომ აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული. მისი დაკრძალვა არ მოხდება კოვიდით გარდაცვლილის პროტოკოლის შესაბამისად“ - განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბინაზე გაწერამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის მიერ იყო შეფასებული და მას არ აღენიშნებოდა რაიმე სახის ჩივილი.

21 წლის მამაკაცთან დაკავშირებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახების დაფიქსირებისთანავე, სასწრაფოს ეკიპაჟი მყისიერად გაემართა შემთხვევის ადგილისკენ,  თუმცა მამაკაცი მათ უკვე გარდაცვლილი დახვდათ საცხოვრებელი სახლის ეზოს მიმდებარედ.

ამირან გოგიტიძის თქმით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად გულის უეცარი გაჩერება მიიჩნევა, თუმცა აღნიშნულის შესახებ ჩატარდება დამატებითი მოკვლევა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics