|
2020-10-25 20:52:23, 462 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში ანბანის ინსტალაციის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო
დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარედ, ე.წ. ანბანის ინსტალაცია განახლდა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. კეთილმოწყობილი სივრცე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ავთანდილ ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა. „აქ რამდენიმესართულიანი შენობა უნდა აშენებულიყო. კერძო პირს ჰქონდა ნაყიდი ტერიტორია, სადაც სკვერი უნდა ყოფილიყო და ფაქტობრივად, მშენებლობა დაწყებული იყო. შეიძლება ითქვას, რომ ბეწვზე მოვუსწარით. ადგილობრივ მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ ადგილმონაცვლეობას გავაკეთებდით და სკვერს განახლებულს, რეაბილიტირებულს დავუბრუნებდით. თქვენ ხედავთ, რამდენად კარგი პროექტია. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ სპორტული მოედნების, სკვერების და რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე არ და ვერ განხორციელდება მშენებლობები. ეს არის ძალიან პრინციპული. დიდ დიღომს კი კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა“, - განაცხადა კახა კალაძემ. ტერიტორია, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, 3800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. გარდა ანბანის რესტავრაციისა, მოეწყო ლედ განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები და სკამები, ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. პროექტი, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „გრინსერვის+“ განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 314 887 ლარი დაიხარჯა.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)