2020-10-25 11:26:33, 794 ნახვა
ომი უკრაინაში
კოვიდ-19-ის 1 928 შემთხვევიდან 788 თბილისში, ხოლო 551 აჭარაში გამოვლინდა
კოვიდ-19-ის 1 928 შემთხვევიდან 788 თბილისში, ხოლო 551 აჭარაში გამოვლინდა.
ინფორმაციას საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე, ბერდია სიჭინავა ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, იმერეთში - 245, ქვემო ქართლში - 87, შიდა ქართლში - 33, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 93, კახეთში - 42, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 7 შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 767 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 201 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ ინფიცირების 17 463 აქტიური შემთხვევაა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,