|
2020-10-24 15:08:16, 583 ნახვა
კომენტარი
გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ სავალუტო ფონდის ფორუმზე საქართველოს წამყან მომხსენებლად მიწვევა სამთავრობო ანტიკრიზისული მენეჯმენტის ობიექტური შეფასებაა
საქართველოს სავალუტო ფონდის წარმომადგენლობით ფორუმში წამყვან მომხსენებლად მიწვევა, ეს არის მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების და სამთავრობო ანტიკრიზისული მენეჯმენტის ყველაზე ობიექტური შეფასება - ასე ეხმაურება ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის წამყვანი სპიკერის სტატუსით სიტყვით გამოსვლას. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს სსფ-ის მაღალი დონის დისკუსიაში წამყვან მომხსენებლად მიწვევა, იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სსფ-ის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და ჩვენს რეგიონში მიმდინარე წლის 5 %-იანი ვარდნის შემდეგ, 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება 2021-2025 წლებში, საშუალოდ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5.5% იქნება და შესაბამისად, შედარებით სწრაფად გამოვა რეცესიიდან, მაშინ როცა მიმდინარე წლის რეცესიის შემდეგ, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2%-დან 3%-ის ფარგლებში მერყეობს. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლევანდელ მაღალი დონის დისკუსიებს, ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან გლობალურ და რეგიონალურ დონეზე განიხილება ეკონომიკის არსებული მდგომარეობა და ეკონომიკის რეცესიიდან გამოსვლის საკითხები პოსტპანდემიურ პერიოდში. ნიშანდობლივია, რომ წლევანდელ უმაღლესი დონის დისკუსიაში, რომელიც გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევასა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფინანსთა მინისტრებს და ცენტრალური ბანკის მმართველებს შორის, წამყვან სპიკერად გამოვიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, როგორც რეგიონის ლიდერი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი და ისაუბრა საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ამ პრობლემების დაძლევის გზებზე“, - წერს გიორგი ცუცქირიძე. იგი ყურადღებას ამახვილებს, იმ მიმართულებებზე, რომელზეც თავის გამოსვლაში ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა. „საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკების სწრაფი აღდგენის პერსპექტივაში ქვეყნები ორიენტირებულები უნდა იყვნენ არსებული მოწყვლადობების დაძლევაზე, მათ შორის, ეკონომიკური დივერსიფიკაციის ზრდასა და დოლარიზაციის შემდგომ შემცირებაზე -აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა. სწორედ საგარეო მოწყვლადობის ზრდა და დივერსიფიკაცია უნდა განვიხილოთ, ეკონომიკის მეტი თვითკმარობის და შესაბამისად, საგარეო შოკების ეკონომიკაზე ზეგავლენის შემცირების მიღწევის წინაპირობად. ისევე როგორც სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანი რეფორმა, პოსტპანდემიური პერიოდის ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობ ფაქტორად უნდა განვიხილოთ. დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაც, რეცესიული ეკონომიკიდან სწრაფ გამოსვლასთან ერთად, არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა მივიჩნიოთ“,- წერს გიორგი ცუცქირიძე.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)