2015-09-21 19:04:34, 480 ნახვა
პოლიტიკა
კახიშვილმა მთავარ პროკურორად დანიშვნის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო
დღეს დილიდან მედიაში აქტიურად საუბრობენ მთავარი პროკუროსრის თანამდებობაზე სასჯელარსრულების მინისტრის კახი კახიშვილის დანიშვნაზე. ამის შესახებ კომენტარი თავად მინისტრმა გააკეთა და აღნიშნული ინფორმაცია უარყო.
„ქვეყანას ჰყავს მთავარი პროკურორი და საუბარი მის შეცვლაზე საერთოდ არ ყოფილა. არანაირი კონსულტაციები არც გამართულა და ვერც გაიმართებოდა, იმიტომ რომ რამდენადაც მე ვიცი პრეზიდენტს არც აქვს ხელი მოწერილი კანონზე ეს ერთი და მეორე, რატომ უნდა იყოს ამაზე საუბარი დღეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია,“ - განაცხადა კახიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან