18:35 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-23 15:38:44, 497 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე ზუგდიდის ინციდენტზე - პოლიტიკოსებმა თავი შევიკავოთ შეფასებებისგან, საქმე მივა ბოლომდე

პოლიტიკოსებმა თავი შევიკავოთ შეფასებებისგან, საქმე მივა ბოლომდე, - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან თბილისის მერი კახა კალაძე ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს.

მისი თმით, საქმის გამოძიება შესაბამის სამსახურებს უნდა მივანდოთ.

„პოლიტიკოსებს ვთხოვე, რომ თავი შეგვეკავებინა პოლიტიკური შეფასებებისაგან. ამიტომ, ვაცადოთ შესაბამისს სამსახურებს მუშაობა. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ საქმე მივა ბოლომდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდის ბანკში 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. დღის მეორე ნახევარში, მან მძევლების თავისუფლების სანაცვლოდ  ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დაახლოებით 22:00 საათზე, თავდამსხმელმა სამი მძევლის თანხლებით ბანკის შენობა დატოვა. ამ დროისთვის თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics