2020-10-23 15:28:32, 620 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - კრიმინალური ვითარება რეალურად პრობლემებს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას
კრიმინალური ვითარება რეალურად პრობლემებს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ საუბრობდეს სტრატეგიაზე, როგორ აპირებს კრიმინალთან ბრძოლას, სტატისტიკის მანიპულირებით ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
„ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ საუბრობდეს სტრატეგიაზე, როგორ აპირებს კრიმინალთან ბრძოლას, სტატისტიკის მანიპულირებით ცდილობს, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. ვფიქრობ, რომ სტატისტიკაზე ბევრად უფრო სანდო არის ადამიანებისთვის ის რეალური გარემო, სადაც მათ უწევთ ცხოვრება. კრიმინალური ვითარება რეალურად პრობლემებს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან