2020-10-23 15:25:24, 570 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - პოლიციას არ აძლევენ შესაძლებლობას, ებრძოლოს კრიმინალს
პოლიციას არ აძლევენ შესაძლებლობას ებრძოლოს კრიმინალს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში კრიმინალური სიტუაცია გაზრდილია ორჯერ და ესაა ის შედეგი, სადამდეც უსაფრთხოების ჩამოშლილმა სისტემამ მიგვიყვანა.
„დაუყოვნებლივ თუ არ მოხდა დამნაშავის დაკავება, ეს მიიღებს საგანგაშო პრეცედენტს, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს კრიმინოგენულ სიტუაციას ქვეყანაში. ხო ხედავთ მეორე დღეს ვიღაცამ გაბედა და ინკასატორი დააყაჩაღა ქობულეთში და გაიტაცა თანხა. სამწუხაროდ, აქამდე მიგვიყვანა უსაფრთხოების ჩამოშლილმა სისტემამ. პოლიციას არ აძლევენ შესაძლებლობას ებრძოლოს კრიმინალს, ორჯერაა კრიმინალის სტატისტიკა გაზრდილი“, - განაცხადა ვაშაძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან