21:59 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-23 11:41:39, 450 ნახვა

კომენტარი
ნათია მეზვრიშვილი - ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან დაკავშირებული პრობლემები მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება

პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, ეს პრობლემები შეიძლება ითქვას მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, დღეს არის პირველი დღე, როდესაც ადაპტაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება.

„დღეს გვაქვს პირველი დღე, როდესაც ადაპტაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება. ხარვეზები, რაც მართვის პროცესშია, ნაბი-ნაბიჯ სწორდება. შტაბი, თითოეული სამინისტრო და შესაბამისი პასუხისმგებელი პირები ჩართულები არიან ამ პროცესში. პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან, ეს პრობლემები შეიძლება ითქვას მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება.

ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს ადაპტაციის და მათვის ეტაპზე არის ის, რო ამ პროცესის მართვადობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, რაც ბუნებრივია, ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი, რაშიც იგულისხმება სახელმწიფოს მხრიდან ამ წესების აღსრულება და მოქალაქეებისა და დაწესებულებების და კერძო დაწესებულებების მხრიდან წესების და რეკომენდაციების შესრულება. თუ ჩვენ გვექნება წესების შესრულების ნაწილში 90%-იანი შესრულება, ვირუსის გავრცელების შენელება 70%-ით არის შესაძლებელი", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics