07:32 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 18:25:40, 324 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს

საქართველო პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი საქართველოს მთავრობას, ეროვნულ ბანკს და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს.

როგორც აბაშიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვალუტის კურსიდან გამომდინარე აღნიშნული ინსტიტუტების კოორდინირებული მუშაობა საზოგადობის შემდგომი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია.

„საქართველოს პრეზიდენტმა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გააკეთეს მაქსიმუმი, რათა კონსტიტუციური ინსტიტუტი-ეროვნული ბანკის დასუსტება და დანაწევრება არ მომხდარიყო. ვინაიდან, აღნიშნული მცდარი გადაწყვეტილება მიღებულია, საჭიროა საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ახლადშექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობა, რათა საზოგადოებამ თავიდან აიცილოს ვალუტის კურსიდან გამომდინარე შემდგომი დანაკარგები. საგულისხმოა, რომ ვეტოს დაძლევის შემდეგ, სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები მმართველი გუნდის, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკიდან გამოყოფის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება არასწორია. ნათელია, რომ მიღებულ კანონთან და ვეტოსთან დაკავშირებით დარჩა ერთადერთი მოტივი, რაც პრეზიდენტთან დაკავშირებული კონსტიტუციური ინსტიტუტების ფუნქციების შესუსტებას უკავშირდება. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი კეთდება ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკის ქვეშ დაყენების ხარჯზე. მიუხედავად არსებული შეცდომებისა, პირველ რიგში სავალდებულოა გათვალისწინებული იქნას მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შესაბამის ინსტიტუტებს, კოორდინირებული მუშაობისა და საზოგადოების ინფორმააციის მიწოდებისაკენ“,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics