12:32 - 22 Jul, 2026
|
2015-09-21 18:09:28, 1071 ნახვა
სამხედრო
ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ორი წელი შეუსრულდა
უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს დაარსებიდან ორი წელი შეუსრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იუბილე ეროვნულ სასწავლო ცენტრ ,,კრწანისის“ საწვრთნელ ბაზა „ალგეთის“ ტერიტორიაზე აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია და სარდლობის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის მეუღლე და შვილები. ომში დაღუპული გმირებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგების შემდეგ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების დასასრულს პირად შემადგენლობას წამახალისებელი სიგელები გადაეცათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)