|
2020-10-23 09:55:57, 475 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავამ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიაში "ციფრული ევროპა და ცენტრალური აზია: გახსნილი მომავლისთვის" ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ანა ბიერდე და მახტარ დიოპი, აგრეთვე რეგიონის ქვეყნების საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლები. დისკუსიისას აღინიშნა, რომ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მსოფლიოს სხვა რეგიონების მსგავსად, კოვიდ-19-ის პანდემიამ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დაჩქარებას შეუწყო ხელი. ამავე დროს, გამოკვეთა ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს რეგიონის ქვეყნებში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და დღის წესრიგში დააყენა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის მიზნით დამატებითი ინვესტიციის განხორციელების აუცილებლობა, რათა ქვეყნებმა არა მხოლოდ წარმატებით შეძლონ პანდემიასთან ბრძოლა, არამედ შეუფერხებლად განაგრძონ მდგრადი განვითარება. თავის გამოსვლაში ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით. მათ შორის, მინისტრმა ისაუბრა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც კომპანიებს ეძლევა საშუალება, მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის" სტატუსი, ხოლო საერთაშორისო კომპანიებს უქმნის კომფორტულ პლატფორმას საქართველოში სამუშაოდ. საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრია ერთ-ერთია, სადაც მომუშავე კომპანიებს ეს შეღავათი ეხება. მინისტრის შეფასებით, შეღავათები ადგილობრივ კომპანიებს განვითარებისა და გაფართოების სტიმულს გაუჩენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების გაჩენას. მისი თქმით, ამით იქმნება დამატებითი შესაძლებლობა, საქართველოში საქმიანობით დაინტერესდნენ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები და ქვეყანამ როგორც საკანონმდებლო, ისე საგადასახადო ბაზით კონკურენცია გაუწიოს სხვა მსხვილ მსოფლიო ფინანსურ ჰაბებს. კიდევ ერთი ინიციატივა, რომელზეც ნათია თურნავამ აქცენტი გააკეთა, არის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა და პროექტი „Log in Georgia", რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მოამზადა. პროექტი უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას. მინისტრის განცხადებით, ხარისხიანი და უწყვეტი ინტერნეტკავშირის საჭიროება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გხდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი მუშაობის ციფრულ პლატფორმებზე გადავიდა. მისი თქმით, „Log in Georgia"-ს პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის ინტერნეტთან წვდომის გაუმჯობესებაზე მიმართულია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის - საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გამომდინარე ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან და ლიბერალური და მიმზიდველი ბიზნეს გარემოდან, გახდეს რეგიონული ციფრული ჰაბი, რომელიც დაეხმარება, დაძლიოს საერთაშორისო მონაცემებთან წვდომისა და ქვეყანაში აითი-შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები. მისი თქმით, მთავრობა განიხილავს ციფრული დერეფნისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრების განვითარებაში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას, რომელიც არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონს მოემსახურება. ნათია თურნავამ ასევე დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის განვითარებისთვის. მინისტრმა ისაუბრა ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტზე, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და მის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე. მათ შორის, სტარტაპების მხარდაჭერისა და მათი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობის მიმართულებით.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)