2020-10-22 17:19:01, 668 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: „ყველაფერზე წამსვლელი“ - ადამიანები ხშირად იყენებენ ამ ტერმინებს, როდესაც საუბრობენ „ენმ“-ზე
„ყველაფერზე წამსვლელი - ადამიანები ხშირად იყენებენ ამ ტერმინებს, როდესაც საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ენმ“ არჩევნებზე მარცხისთვის განწირულია.
„ყველაფერზე წამსვლელი - ადამიანები ხშირად იყენებენ ამ ტერმინებს, როდესაც საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ „ნაცმოძრაობა“ ყველაფერზეა წამსვლელი, ყველაფერზეა წამსვლელი პირადად სააკაშვილი, გვარამია და სხვები და მეორე ფაქტორია მათი რეიტინგები, ისინი არიან განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის და ასეთ დროს ყველაფერზე წამსვლელმა პოლიტიკურმა ძალამ შეიძლება ბუნებრივია ყველაფერი გააკეთოს“,, - განაცხადა კობახიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან