04:23 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 13:28:30, 463 ნახვა

სამართალი
პროკურატურაში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ლაშა დარსალიას გამოკითხვა მიმდინარეობს

აზერბაიჯანთან სადელიმიტაციო და სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარე ლაშა დარსალია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

დარსალია პროკურატურის შეკითხვებს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პასუხობს.

როგორც მან გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, სავარაუდოდ, გამოძიებას კითხვები კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ექნება.

„იქედან გამომდინარე, რომ ბოლო ერთი წელი და ცოტა მეტიცაა, რომ მე ვარ ამ კომისიაში, ალბათ, კითხვები შეეხება კომისიის მუშაობას. არ ვიცი რამდენად რელევანტურია გამოძიებისთვის, ეს დასკვნა უბრალოდ ეხება სტრატეგიასა და ნაბიჯებს, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა შეიმუშაოს“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics