2020-10-21 11:53:38, 1171 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 მედიკოსი დაინფიცირდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 61 მედიკოსი დაინფიცირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან, 1 012 სიმპტომებიანი პაციენტია.
„1 351 ახალი შემთხვევიდან 1 012 სიმპტომებიანი პაციენტია, შემდეგ მოდის კონტაქტები 51, ასევე 61-ია ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი, როგორც საექიმო, ისევე საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ძირითადად ეს ჯგუფებია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან