|
2015-09-21 14:00:48, 533 ნახვა
საზოგადოება
მედიაციის სახლში არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ორგანიზებით, მედიაციის სახლში პროექტი „ნაბიჯი წარმატებისკენ“ განხორციელდა. მასში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების ბენეფიციარები მონაწილეობდნენ. ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში არასრულწლოვნები გაეცნენ ისეთ თემებს, როგორიცაა მოხალისეობა, სამოქალაქო ჩართულობა, გაცვლითი პროგრამები, რეზიუმეს წერა, სამოტივაციო წერილი, გასაუბრების ტექნიკები, პროექტის მართვა. პროექტის მიზანია, ახალგაზრდების სამოქალაქო თვითშეგენების ამაღლება. პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და ამავე პროექტის ფარგლებში მომავალში შეძლებენ მიიღონ მონაწილეობა მცირე გრანტების კონკურსში, რომელიც მათივე თემის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. პროექტი საინიციატივო ჯგუფის - „ნაბიჯი მომავლისკენ“ - მხარდაჭერით განხორციელდა. მასში ჩართულები იყვნენ პროგრამების „ლიდერთა სახლის“, „მოხალისეს“, „ახალგაზრდული კლუბის“ აქტიური მონაწილეები. აღნიშნული პროექტი თბილისის გარდა ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში ჩატარდება, სადაც ასევე იქნებიან ჩართული დანაშაულის პრევენციის ცენტრის არასრულწლოვანი ბენეფიციარები. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ არასრულწლოვნებში დანაშაულის ადრეული, პირველადი პრევენციის მიზნით სხვადასხვა ინოვაციურ პროგრამა/პროექტებს ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)