|
2020-10-19 14:51:14, 510 ნახვა
ეკონომიკა
Emerging Europe – ქართული სტარტაპები მზად არიან ინვესტიციებისთვის
,,ქართული სტარტაპები მზად არიან ინვესტიციებისთვის“ - ასეთია ევროპული პრესტიჟული ანალიტიკური გამოცემის “Emerging Europe“ - ის სტატიის სათაური, რომელიც საქართველოს ეკოსისტემას მიმოიხილავს. სტატიის ავტორი მსოფლიო ბანკის ოფიციალურ მონაცემებს იშველიებს და აღნიშნავს, რომ საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს, ბიზნესის წამოწყების სიმარტივის მხრივ კი მეორე ადგილზეა. ჟურნალისტი იმასაც დასძენს, რომ საქართველოში ტექნოლოგიური კომპანიების დონე მოცემულ ეტაპზე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე. ,,ქართული სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლებმა დაიწყეს გლობალურ პროექტებზე მუშაობა, ისინი არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ გლობალური გამოწვევების მოგვარებაზე არიან ორიენტირებულები და სურთ დაიპყრონ მსოფლიო“, - ვკითხულობთ ტექსტში. სტატიის ავტორის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups - ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ასევე განხილულია GITA - ს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა, რომლის ფარგლებში ინოვაციების სააგენტომ უკვე მეხუთედ გამოავლინა 20 გამარჯვებული სტარტაპი, თითოეულ მათგანს 100 000 ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა. საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისა და ქართული სტარტაპების გლობალური წარმატების მიმოხილვისას ავტორი კონკრეტულ მაგალითსაც განიხილავს. „Stack App - სტარტაპი, რომელიც ინტერნეტში მუშაობაზე წარმოდგენას მთლიანად ცვლის. გლობალური გაფართოების მიზნით კომპანიაში 850,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს 500 Startups -მა (აშშ) და უმსხვილესმა ჰოლანდიურმა საინვესტიციო ფონდმა Peak Capital.“ - აღნიშნულია სტატიაში.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)