2020-10-19 14:26:37, 669 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით შეიძლება აიცრათ და გრიპი მაინც განვითარდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით შეიძლება აიცრათ და გრიპი მაინც განვითარდეს.
მისი თქმით, გრიპის ვაქცინის დაცვის უნარი სადღაც 60, 70 და 75 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.
„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ გახლავთ ისეთი ეფექტური, როგორიცაა წითელასა და სხვა დაავადებების. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით თქვენ შეიძლება აიცრათ და მაინც განვითარდეს გრიპი. მისი დაცვის უნარი მერყეობს სადღაც 60, 70 და 75 პროცენტის ფარგლებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან