08:23 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-19 12:53:00, 525 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოდან 2 514 ტონა ვაშლი ექსპორტირდა

დარგის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, საქართველოში წელს, ვაშლის უხვი მოსავალია.

ვაშლის საპროგნოზო მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერაა გაზრდილი და 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს.

18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 2 514 ტონა ვაშლი, რაც თითქმის 7-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ქართული ვაშლის ექსპორტი წელს, ძირითადად რუსეთის ფერედაციის და ყაზახეთის სახელმწიფოს ტრადიციულ ბაზრებზე ექსპორტირდა.  აღნიშნული ქვეყნების გარდა, ვაშლის ექსპორტი სომხეთის რესპუბლიკის, სინგაპურის და ჰონკონგის მიმართულებით განხორციელდა. 

ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია:  რუსეთის ფედერაცია (2431.8 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა  (75. ტონა), სომხეთის რესპუბლიკა( 6.5 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0.3 ტონა)

ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 370 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 1 098 000 აშშ დოლარს წარმოადგენს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics