|
2020-10-17 23:09:28, 5522 ნახვა
არჩილ თალაკვაძე: ვერავინ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას უკეთესი მომავლისკენ, ეს არის თითოეული მოქალაქის ხელში
„ვერავინ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას უკეთესი მომავლისკენ, ეს არის საზოგადოების ხელში, ვისაც სჯერა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების და სამართლიანი სახელმწიფოსი. თქვენი გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისკენ. მჯერა, რომ სამეგრელო და ზუგდიდი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი წარადგინა. არჩილ თალაკვაძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და იმ პროექტებსა და სამუშაოზე ისაუბრა, რომელიც „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში განხორციელდა. მისი თქმით, დღეს ქვეყანას აქვს ისტორიული შესაძლებლობა, გადადგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ. „ჩვენ ვაშენებდით სახელმწიფოს, სადაც ადამიანის ღირსება, უფლებები და საკუთრება არის დაცული. ვაშენებდით სახელმწიფოს, სადაც ჯანდაცვა არ არის მხოლოდ მდიდარი და შემოსავლიანი ადამიანების პრივილეგია, ავაშენეთ სამჯერ მეტი ინფრასტრუქტურა, რომელმაც ათასობით სამუშაო ადგილი მოიტანა, რაც მთავარია, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ ჩვენი სამშობლო, ჩვენი სახელმწიფო, კიდევ უფრო ახლოს მივიყვანეთ ევროკავშირთან და ნატოსთან. დღეს გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული არჩევნებით, რომელიც ჩვენს მიერ მიღებული ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუციით არის გარანტირებული, გადავდგათ კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ. უფრო ძლიერი დემოკრატია ნიშნავს უფრო ძლიერ ეკონომიკას, უფრო მეტ ინვესტიციას, უფრო მეტ ნდობას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ. აქ არის ჩვენი დიდებული ისტორია, მაგრამ ჩვენს წინაშე არის მომავალიც. ვერავინ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას უკეთესი მომავლისკენ, ეს არის ჩვენს ხელში, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის ხელში, ვისაც სჯერა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების და სამართლიანი სახელმწიფოსი. სწორედ ასეთი ადამიანები ბრძანდებით თქვენ, ჩვენ ვენდობით ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და თქვენი გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისკენ. მჯერა, რომ სამეგრელო და ზუგდიდი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მან პარლამენტში სამეგრელოს წარმომადგენელ დეპუტატებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა. „მსურს მხარი დავუჭირო ირაკლი ჩიქოვანს, ახალგაზრდა, პროგრესულ, განათლებულ ადამიანს, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო და მისთვის ღირსება და პატივია, ემსახუროს თავის ქვეყანას. ის არის თქვენი კუთხის და თქვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი, ვფიქრობ, ის იმსახურებს შესაძლებლობას და შანსს, რომ გახდეს საქართველოს პარლამენტის წევრი და საკანონმდებლო ორგანოდან ემსახუროს თავის ქვეყანას",-მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ. სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძე შეეხო გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო იდგება ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად მანამ, სანამ კორონავირუსი არ დამარცხდება.
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)