2020-10-17 17:17:05, 1715 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც მან „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მოზარდი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
„მძიმეა, კრიტიკულია და აპარატულ სუნთქვაზეა. სხვას ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა ტურძელაძემ „ექსპრენიუსთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 70-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,