|
2015-09-20 15:34:28, 645 ნახვა
საზოგადოება
ყოფილი პატიმრებისთვის სოციალური უნარების განვითარების ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბენეფიციარებისთვის სოციალური უნარების განვითარების ტრენინგი ჩატარდა. პროექტი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ფარგლებში მიმდინარეობს. ტრენინგი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან თემას. მათ შორის არის ეფექტიანი კომუნიკაცია, სახელმწიფო სერვისების გაცნობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარების ამაღლება, დროის მენეჯმენტი და სხვა. ტრენინგებს დანაშაულის პრევენციის ცენტრის სოციალური მუშაკები უძღვებიან. სოციალური უნარების განვითარების ორდღიანი ტრენინგების ციკლი ყოველთვიურად თბილისის გარდა რეგიონებშიც ჩატარდება. თითოეულ შეხვედრას 15 ყოფილი პატიმარი დაესწრება. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს დაიწყო. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა კი საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცულობის წინაპირობაა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)