2020-10-17 14:02:59, 1315 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ადგილობრივ მედიას დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა, მარინა კოჩიევამ განუცხადა.
გარდაცვლილი 88 წლის ქალია, რომელსაც თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.
ცნობისთვის, 15 სექტემბრიდან მას შემდეგ, რაც რუსეთთან ე.წ. საზღვარი გახსნეს, ცხინვალში კორონავირუსის 197 შემთხვევა გამოვლინდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან