07:31 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-20 11:30:04, 427 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა: ივანიშვილის ერთადერთი იდეაა, ოპონენტების პოლიტიკური დევნა

დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას შეფასებით, „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას“ აქვს ნულოანი პერსპექტივა.

როგორც მან „რუსთავი 2“–ის ეთერში  გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, ერთადერთი იდეა, რომელიც ივანიშვილს გააჩნია,არის შურისძიება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს.  

„ივანიშვილის ხელისუფლებას ნულოვანი პერსპექტივა აქვს. მას არა აქვს არანაირი იდეა, რაც არის იდეა, რომელიც აქვს ხელისუფლებას და რომლის გარშემოც ხდება კონსოლიდაცია საზოგადოების არ არსებობს მსგავსი რამ. ერთადერთი იდეა, რომელიც ივანიშვილს გააჩნია, ეს არის შურისძიება და პოლიტიკური დევნა ოპონენტების. ზიზღზე კონსოლიდაცია არ ხდება. ზიზღზე კონსოლიდაცია შეიძლება იყოს მოკლევადიანი და ბინძური ინტერესების შესასრულებლად, მაგრამ იმის იქით ეს აღარ მიდის.  საქართველო არის ქვეყანა სადაც პოლიტიკა ზემოქმედებს  ეკონომიკაზე და შესაბამისად პოლიტიკური არაჯანსაღი კლიმატი შეუძლებელია, რომ ეკონომიკაზე არ გავრცელდეს.  როდესაც ინვესტორმა იცი, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება დაიჭერს წინას, ის ქვეყანა არის არასტაბილური და იმ ქვეყანაშ ფულის ჩადება არ ღირს. შემცირდა ინვესტიციები, შესაბამისად შემცირდა სამუშაოები, გავარდა ლარი და შეიქმნა პრობლემები. დაქვეითებულია დღეს ქვეყნის იმუნიტეტი უსაფრთხოების კუთხით, დაქვეითებულია ეკონომიკური იმუნიტეტი და ნებისმიერი გარე, თუნდაც უმნიშვნელო  ფაქტორი ცუნამივით მოქმედებს ქვეყანაზე“, – აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალია „ივანიშვილის ხელისუფლება“ ქვეყანას არჩევნების გზით ჩამოშორდეს.

„გამოსავალი არის ერთადერთი - როგორმე მივიდეთ არჩევნებამდე მაქსიმალურად გამოვბრდღვნათ ხელიდან ნორმალური საარჩევნო კოდექსი და  არჩევნებით ჩამოვაშოროთ ეს ადამიანი  ხელისუფლებას. ანუ მისი  მარიონეტები არ უნდა იყვნენ ქვეყნის მმართველობაში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics