2020-10-17 10:52:52, 687 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსისგან 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ვრცელდება.
მათი ცნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7827 პირი.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. დღეს კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან