2020-10-16 12:17:19, 1611 ნახვა
ომი უკრაინაში
„იუნკერებისა“ და „ლოკომოტივის“ მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
„იუნკერებისა“ და „ლოკომოტივის“ მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
აღნიშნულ ინფორმაციას „რაგბის კლუბი იუნკერები“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დიდი 10-ის მეორე ტურში ორი მატჩი გადაიდო
II ტურში ხარები - იუნკერებსა და ლელო - ლოკომოტივს შორის გასამართი თამაში, გუნდებში კოვიდ-19 დადასტურების გამო გადაიდო.
იმედს ვიტოვებთ მოთამაშეთა ჯანმრთელობას და მათ ოჯახებს საფრთხე არ შეექმნება. იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელების რისკი შევამციროთ, მნიშვნელოვანია ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები და წესები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან