23:01 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-15 22:38:04, 522 ნახვა

საზოგადოება
გია სოფაძე: თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტი ბიომრავალფეროვნების განვითარების კარგ პირობებს ქმნის

თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტი ბიომრავალფეროვნების განვითარების კარგ პირობებს ქმნის, თუმცა ამ ლანდშაფტების გვერდით, ანთროპოგენული ზეწოლის შედეგად, დასერილი ტერიტორია გვხვდება, - ამის შესახებ გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, გია სოფაძემ თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჩატარდა ლანდშაფტურ-გეოფიზიკური კვლევები, რომელიც ლანდშაფტის ყველა კომპონენტს მოიცავდა.

„ჩვენი მიზანი იყო, ლანდშაფტის შესწავლა, რათა მათი მდგრადობა დაგვედგინა. ლანდშაფტის მდგრადობა განისაზღვრება უნარით, შეინარჩუნოს სტრუქტურა და ფუნქციონირება ნებისმიერი ანთროპოგენული დატვირთების მიმართ. ამ მიზნით, ჩავატარეთ ლანდშაფტურ-გეოფიზიკური კვლევები, რომელიც მოიცავდა ლანდშაფტის ყველა კომპონენტს, განსაკუთრებით, ნიადაგის ქიმიურ-ფიზიკური თვისებების შესწავლას. ასევე, ჩავატარეთ გარემოსდაცვითი კვლევები, რომლის მიხედვითაც, სენსიტიური ზონები გამოვყავით. ყველაზე მაღალი სენსიტიური ზონებისთვის ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომა გამოვიყენეთ, რომელიც ურბანული და ბუნებრივი გარემოს კავშირების შერბილების ევროპულ პრაქტიკას გულისხმობს“, - განაცხადა გია სოფაძემ.

გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა კვლევაზე დაფუძნებული ხედვებიც წარმოადგინა, თუ როგორ მიიღწევა უბრანული ლანდშაფტის მრავალწლიანი მდგრადობა.

„იმისათვის, რომ ურბანული ლანდშაფტის მრავალწლიანი მდგრადობა მოხდეს, საჭიროა, ისტორიული ლანდშაფტის მცენარეების შენარჩუნება ან აღდგენა, ასევე, ლანდშაფტური სეზონური დინამიკის გათვალისწინება. ამ მიზნით, მიზანშეწონილი იქნება, თუ ტყის აღდგენისას გავითვალისწინებთ ქვე-ტყეს, ბუჩქნარ-ბალახოვანი საფარით“, - აღნიშნა გია სოფაძემ.

მთაწმინდის პარკში დღეს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics