00:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-15 17:07:52, 559 ნახვა

საზოგადოება
გლდანის ხევის N6–N6 ა კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის ხევის N6–N6ა კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოები დაახლოებით,  5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე დასრულდა.

პროექტის შედეგად, მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი,  დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა ღია სივრცის ტენისის მაგიდები. ასევე, მოეწყო სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიომ“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან  385 678 ლარი დაიხარჯა.

დასრულებული სკვერი გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან  ერთად დაათვალიერა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics