08:27 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-15 17:03:59, 568 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ოქტომბრის ბოლომდე გავზრდით არსებული რეგულარული ფრენების სიხშირეს ევროპის მიმართულებით

„ოქტომბრის ბოლომდე გავზრდით არსებული რეგულარული ფრენების სიხშირეს ევროპის მიმართულებით, ნოემბრიდან კი მოხდება ფრენების რაოდენობის და მიმართულებების ეტაპობრივი გახსნა. ეს ძალიან დაგვეხმარება, მათ შორის, ორგანიზებულად საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის უზრუნველყოფაში არჩევნებისთვის. ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად სინერგიაშია ადაპტაციის პოლიტიკასთან," - ამის შესაებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, მინისტრის განცხადებით, ამის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ძირითადად საუბარია ფრენებზე ევროპის მიმართულებით, რომლებიც შესრულდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან.

მინისტრის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის ამოქმედება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში რეგულარულ რეისებს უფრო აქტიურად ბიუჯეტური ავიაკომპანიებიც შეასრულებენ. „ეს გადაწყვეტილება მიღებულია ეპიდემიოლოგიებთან შეთანხმებით. ასევე ჯანდაცვის სექტორთან ერთობლივი მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ყველა შემომსვლელს ექნება ვალდებულება, წარმოადგინოს PCR ტესტის ლაბორატორიული შედეგები. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ალტერნატივა, კვლავაც სავალდებულო კარანტინი გაიარონ, ან   წარმოადგინონ ნეგატიური ტესტის შედეგი და წავიდნენ თვითიზოლაციაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ უფლებით ისარგებლებს. ეს, ერთი მხრივ, გვაძლევს საშუალებას, რომ კვლავინდებურად ვმართოთ ეპიდვითარება და მოვახდინოთ რისკების პრევენცია, მაგრამ, ამავდროულად, არ შევზღუდოთ და გავზარდოთ მობილობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში შემოვა მეტი ტურისტი, თუ, რა თქმა უნდა, გლობალური ეპიდვითარება ამის საშუალებას მოგვცემს. ბიზნეს-ვიზიტორებიც უფრო მეტად შემოვლენ და ჩვენი მოქალაქეებისთვისაც უფრო მარტივი იქნება მიმოსვლა," - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics