08:27 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-15 11:43:50, 351 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გორში ქათმის ფერმა აშენდა

„საქართველოს ბანკი“ რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, გორის რაიონ სოფელ ვარიანში, ქათმის ფერმა აშენდა. 2813 კვ.მ.-ზე განთავსებული ფერმა საკმაოდ აქტიურად ოპერირებს. უკვე ხორციელდება კვერცხის რეალიზაცია. ფერმას ყავს 3800 ფრთა ქათამი, რომელიც დღეში 3600 ცალ კვერცხს აწარმოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 150 000 ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 75,000 ლარს შეადგენს.  საწარმოში ამ ეტაპზე 5 ადამიანია დასაქმებული.

 

„საქართველოს ბანკისთვის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ერთერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით კიდევ ერთი ადგილობრივი პროექტი განხორციელდა. გორის ქათმის ფერმა უკვე გახსნილია და პროდუქტის რეალიზაციაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ვფიქრობთ, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნ როლს ითამაშებს როგორც ქართული ბიზნესების განითარებაში, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics