02:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-19 15:54:39, 569 ნახვა

საზოგადოება
კახეთში ქარხნებთან რიგების გამო მევენახეებს ყურძნის ჩაბარება უჭირთ

კახეთში ქარხნებთან არსებული რიგების გამო მევენახეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

ქარხნები ორგანიზებულად ვერ მუშაობენ, რის გამოც ყურძნის მიღება გვიანდება. მევენახეების თქმით, მოსავალი ფუჭდება და მასზე ფასი კიდევ უფრო იკლებს.

კახეთში ყურძნის მიმღები რამდენიმე ქარხანა მუშაობს, მაგრამ უმეტესი დატვირთვა კახური ტრადიციული მეღვინეობის ღვინის ქარხანაზე მოდის.

„აუცილებელია ყურძნის მიღება ქარხნებმა ორგანიზებულად და შეუფერხებლად მოახდინონ, რათა მოსახლეობას რიგში დიდხანს დგომა არ მოუწიოს“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ საოფლის მეურნეობის სამინისტრომ რამდენიმე საათის წინ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ოთარ დანელია კახეთში იმყოფებოდა და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ყურძნის გადამუშავების პროცესს მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics