04:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 14:40:59, 554 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი და პროპუტინური ძალები ერთ სულ და ხორც არიან

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ე.წ კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი და პროპუტინური ძალები ერთ სულ და ხორც არიან.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმის სტანდარტებითაც კი სამარცხვინოა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება.

„ამ რეჟიმის სტანდარტებითაც კი, ეს არის ყველაზე უფრო სამარცხვინო შემთხვევა, როცა ორი უდანაშაულო და პატრიოტი ადამიანი, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყანას ემსახურებოდნენ და ეროვნულ ინტერესებს იცავდნენ, არიან უკანონოდ ციხეში და მხოლოდ იმისთვის, რომ აგორდეს ბინძური კამპანია ოპოზიციის დემონიზებისთვის, შავ-თეთრი სურათის ჩვენებისთვის, პოლარიზებისთვის. ეს ხდება პირდაპირ პროპუტინური ჯგუფების, ბიზნესმენების და სამწუხაროდ, ზოგიერთი სასულიერო პირის გამოყენებით. ძალიან მკაფიო მაგალითი გვაქვს, როცა ივანიშვილის რეჟიმი და პროპუტინური ძალები ერთ სულ და ერთ ხორც არიან - არ ერიდებიან არაფერს, მათთვის ფაქტებს მნიშვნელობა არა აქვს“, - განაცხადა  ბოკერიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics