|
2020-10-14 11:30:42, 1732 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის მართვაში ჩართულ კლინიკებში, ამ ეტაპზე, მობილიზებულია 3 500 საწოლი - საჭიროების შემთხვევაში 2 ათასამდე კიდევ დაემატება
კორონავირუსის მართვაში ჩართულ კლინიკებში, ამ ეტაპზე, მობილიზებულია 3 500 საწოლი და საჭიროების შემთხვევაში 2 ათასამდე კიდევ დაემატება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, დღეისთვის, კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 2 200-მდე პაციენტია განთავსებული. “ამ ეტაპისთვის მობილიზებული გვაქვს 3 500-მდე საწოლი. დღეის მდგომარეობით საწოლების მობილიზაცია კუთხით კვლავ აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო და ამ ეტაპზე, თავისუფალი საწოლების მოცულობა არის, თუმცა ეტაპობრივად ჩაერთვებიან დამატებითი კლინიკები და საჭიროების შემთხვევაში, მობილიზებული იქნება 2 ათასამდე საწოლი. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ წარმატებულად ფუნქციონირებს ოჯახის ექიმების კონსულტაციები და კოვიდსასტუმროების ფუნქციონირება. აქტიური პაციენტების უმეტესი ნაწილი მკურნალობს კოვიდსასტუმროსა და ბინაზე. ასევე, დღეისთვის, მხოლოდ კლინიკაში განთავსებულია 2 200-მდე პაციენტი, რომლებიც მკურნალობას გადიან“, – განაცხადა ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)