09:26 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 11:15:38, 516 ნახვა

ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქალაქ თბილისის მერის მოადგილესთან, მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.

როგორც ლევან დავითაშვილმა  აღნიშნა, ურბანული ტყის აღდგენა ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად  გააუმჯობესებს.

შეხვედრაზე მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტის ავტორმა, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა, თემურ ტყემალაძემ დეტალურად ისაუბრა  პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებსა და პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კვლევებზე. თბილისის ურბანული ტყის სივრცით-ფუნქციური და ტექნიკურ-ეკონომიკური ხედვის შესახებ პრეზენტაცია დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრის „გეოგრაფიკი“ დირექტორმა, გიორგი გოცირიძემ წარადგინა.

პროექტი, რომელიც ფონდის „ქართუ“ დაფინანსებით ხორციელდება, ითვალისწინებს მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის სრულ აღდგენა-რეაბილიტაციას და ოთხ სეზონად გადაქცევას, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას  ითვალისწინებს. პროექტის დასრულება,  დაახლოებით, ოთხ წელიწადში იგეგმება.

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირველ ეტაპზე მოხდება არსებული ტერიტორიის სტატუსის ამაღლება, ერთიანი სივრცითი ხედვის შექმნა და პროექტის  ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების ეტაპობრივი განხორციელება. პროექტირება და  გეგმარება მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება.  თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია 15 ოქტომბერს გაიმართება.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics